ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
ავთანდილ დემეტრაშვილი - ,,კონსტიტუციურ კრიზისს თავს აარიდებს პრეზიდენტი და პარლამენტი"
ავთანდილ დემეტრაშვილმა ტელეკომპანია ,,მაესტროს" ახალი ამბების ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობასა და პარლამენთან მიმართებაში კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების სრულად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე.