| 2011 წლის 6 იანვარს ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრსა” და ,,ადვოკატთა პროფესიული განვითარების” ცენტრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი გულისხმობს, ხელმომწერმა მხარეებმა ერთობლივად შეისწავლონ საადვოკატო ეთიკის მსოფლიოში არსებული მოწინავე სტანდარტები და ხელი შეუწყონ საქართველოში არსებული ნორმების ამ სტანდარტებთან მიახლოვებას; მოამზადონ ზოგადად სასამართლო ხელისუფლებისა და სახელდობრ ადვოკატურის სრულყოფის საკანონმდებლო წინადადებები; განახორციელონ კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მეცნიერული კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გადასცენ კომპეტენტურ ორგანოებს, ადვოკატის ნდობისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით ერთობლივად განახორციელონ შეხვედრები მოსახლეობასთან და სახელმწიფო ორგანოებთან, განახორცციელონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განმარტებითი ღონისძიებები; გამოიყენონ გამოცდილ დავოკატთა შესაძლებლობები ,,კონსტიტუციონალიზმის ცენტრის” ამოცანების განხორციელებაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და ,,ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ყანდაშვილმა.
ორგანიზაციების თანამშრომლობის მიზანია ადვოკატთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. | |