ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
14 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციასა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს მომავალში ცენტრისა და ასოციაციის ეგიდით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს კონსტიტუციური სამართლის განვითარებას საქართველოში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა.