| კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ და მოსწავლეებმა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან გაჭრეს წითელი ლენტი. ავთანდილ დემეტრაშვილმა ისაუბრა ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობისა და ამ კონკრეტული პროექტის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის, პატრიოტიზმის, სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი პრინციპების დამკვიდრებას. ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის ანუ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ფსიქოლოგიურად ყველაზე მგრძნობიარეა ახალი იდეების მიმართ და რომელიც სულ მოკლე დროში გახდება საზოგადოებრივი აღმშენებლობის აქტიური წევრი. „კონსტიტუციონალიზმის დარბაზში“ ჩატარებული შეხვედრა სტუმარს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველ ეტაპებზე, ეს კი თავის მხრივ ქვეცნობიერად გაუჩენს მას კაცობრიობის განვითარების თანამონაწილის, მსოფლიო მოქალაქის შეგრძნებას. „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებაა.“- დასძინა ავთანდილ დემერტაშვილმა. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ და კონსტიტიციონალიზმის ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ. მსოფლიოში, კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ , კერძოდ წარმოადგინეს მათეული ხედვა კონსტიტუციის არსის შესახებ და შეავსეს თემატური ტესტები. დღის მეორე ნახევარში მონაწილეობა მიიღეს ა\ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციონალიზმის ცენტრსა და საია-ს მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება ამ პროექტის ფარგლებში. მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და სამახსოვრო სუვენირები, კერძოდ მაისურები, კეპები და კალმები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სიმბოლიკით.
ამონარიდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდან „ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა..............“
ამშვენებს მაისურს, რომელიც გადაეცემა პროექტის მონაწილე უკლებლივ ყველა მოსწავლეს. თემისა და თემატური ტესტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა კონკურსში „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ სამი გამარჯვებული.
I ადგილი |
|
თამარ ჯიჯავაძე |
II ადგილი |
|
დარეჯან ნაკაშიძე |
III ადგილი |
|
მირიან გორგილაძე |
| |