3 აპრილს, საგანმანათლებლო პროექტის - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ -ს ფარგლებში კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა უმასპინძლა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველ ექსპოზიციას, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“, კერძოდ წარმოადგინეს მათეული ხედვა კონსტიტუციის არსის შესახებ და შეავსეს თემატური ტესტები. დღის მეორე ნახევარში მონაწილეობა მიიღეს ა\ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და სამახსოვრო სუვენირები, კერძოდ მაისურები, კეპები და კალმები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სიმბოლიკით.
ამონარიდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდან „ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა..............“
მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სამახსოვრო წიგნში. თემისა და თემატური ტესტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა კონკურსში „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ სამი გამარჯვებული.
I ადგილი |
|
ლილე მიქაძე |
II ადგილი |
|
გაბრიელ ღვინიანიძე |
III ადგილი |
|
დაჩი მეჯიდი |
|