| საგანმანათლებლო პროექტი “კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე მეექვსე
4 მაისს, ოთხშაბათს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის "კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები" ფარგლებში ქ. ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმსპინძლა. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი სულხან მელაძე, რომელმაც მიმდინარე პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით "კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები" გათვალისწინებული თემატური ტესტები, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
ნატა ცინცაძე |
II ადგილი |
|
ნაზი ტრაპაიძე |
III ადგილი |
|
რობერტ შატვეროვი |
| |