| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე მეცხრე
8 მაისს, კვირას, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი სულხან მელაძე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
გიორგი ჩხეიძე |
II ადგილი |
|
დავით დიასამიძე |
III ადგილი |
|
ნინო ვარშანიძე |
| |