| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე მეთერთმეტე-მეთორმეტე
14-15 მაისს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ქ. ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი სულხან მელაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობის, მიზნებისა და ამოცანების თაობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. ორი დღის განმავლობაში, ქუთაისელ მოსწავლეებს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრში სტუმრობასთან ერთად, აჭარის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. მოსწავლეები ესტუმრნენ ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმს, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმს, და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალს. მოსწავლეებმა გაისეირნეს ბულვარში. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი მადლობას უხდის შპს ,,საქართველოს რკინიგზის”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სალიბაურის სკოლა-პანსეონის, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმის, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. 14-15 მაისს გამოვლინდა კონკურსში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გამარჯვებული სამ-სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
გიორგი შალამბერიძე |
II ადგილი |
|
სოსო სინატაშვილი |
III ადგილი |
|
გიორგი ჭანკვეტაძე |
I ადგილი |
|
გიორგი გოგიძე |
II ადგილი |
|
გიორგი დიდბარიძე |
III ადგილი |
|
ხატია თევდორაძე |
| |