| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე მეთოთხმეტე
მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
თინათინ გოგიტიძე |
II ადგილი |
|
ნაირა მახარაძე |
III ადგილი |
|
ზურიკო ჭაღარაძე |
| |