ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-06-28
ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილის მისასალმებელი სიტყვა

                                                     მადლობა ბატონო თავმჯდომარე;
                                                მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო!
ქართული საზოგადოება აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღს – კონსტიტუციის სადარაჯოზე მყოფი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედების 15 წლისთავს.
  ამგვარ შეკრებებზე ჩვეულებრივ განვლილი პერიოდის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, თუმცა ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის გაჩენის თავისებურებათა გახსენება, ვინაიდან მოვლენის სწორი გააზრებისათვის ძალზე საინტერესოა იმ გარემოებების გახსენება, რომელშიც იგი დაიბადა.
საკონსტიტუციო კონტროლის იდეა საქართველოში 1993 წელს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისთანავე  არსებობდა, რასაც თუნდაც ის ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შეიქმნა ,,საკონსტიტუციო ზედამხედველობის საკითხთა” სამუშაო ჯგუფი, რომელსაც წარმატებულად ხელმძღვანელობდა ბატონი ჯონი ხეცურიანი.
იდეის გაჩენა არ იყო მოულოდნელი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გორბაჩოვის ,,პერესტროიკის” პირობებში შეიქმნა კვაზი კონსტიტუციური კონტროლის ორგანო ,,სსრ კავშირის საკონსტიტუციო ზედამხედველობის კომიტეტი” და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია –დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე თავმოყვარე სახელმწიფოს (და ასეთი პრეტენზია 1993-1995 წლის ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობდა) არ შეეძლო გვერდი აევლო მსოფლიო თანამეგობრობის ამ იმპერატიული მოთხოვნისათვის, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ასეთი ორგანო უკვე შექმნილი იყო პოსტ-სოციალისტურ და პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში.
როგორც მოგახსენეთ შეიქმნა საკონსტიტუციო ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფი, მან დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მოულოდნელად) საკითხის გარშემო საკმაოდ მწვავე და ხანგრძლივი დისკუსია დაიწყო.
კომისიის წევრთა ერთი (მცირერიცხოვანი) ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს ჩამოყალიბების საჭიროებას.
მეორე ნაწილი, რომლის პოზიციას მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცნობილი იურისტი  მინდია უგრეხელიძე  გამოხატავდა, მხარს უჭერდა ე.წ. დიფუზიური, ამერიკული სისტემის დაფუძნებას.
   კომისიის უმრავლესობამ არც პირველ და არც მეორე პოზიციას მხარი არ დაუჭირა და კენჭი უყარა კონსტიტუციის 88-ე და 89-ე მუხლების იმ რედაქციას, რომელიც გარკვეული უმნიშვნელო ცვლილებებით დღესაც მოქმედებს.
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გავიხსენო ის პიროვნებები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური და საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში და მიღებაში.
მადლიერების გრძნობით  მინდა გავიხსენო უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ზოგადად კონსტიტუციის, განსაკუთრებით ამ ნაწილის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას. ესენია ბატონები:
ანდრაშ შაიო,
გერმანე შვარცი,
ლარი ლესიგი,
სტივენ ხოლმსი .
კონსტიტუციის შემუშავების პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ვენეციის კომისია, რომლის დღევანდელ პრეზიდენტს ბატონ ჯანი ბუკიკიოს მხურვალედ მივესალმები.
კომისიის ქართველი წევრებისა და ექსპერტებისაგან გავიხსენებდი ბატონებს:
ჯონი ხეცურიანს,
მინდია უგრეხელიძეს,
გივი ინწკირველს,
ვახტანგ ხმალაძეს,
იური ტაბუცაძეს.
  არ შემიძლია არ აღვნიშნო ყოფილი და დღევანდელი პრეზიდენტების წვლილი – ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ პოზიტიური როლი ითამაშა კონსტიტუციის  მიღებაში, ხოლო ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა (როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის – თავმჯდომარემ) საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის, სამართალწარმოების შესახებ  და სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ კანონების შემუშავება-მიღებაში და რა თქმა უნდა სასამართლოს რეალურ ამოქმედებაში.
სასამართლოს დაარსებიდან განვლილმა წლებმა ცხადყო მაშინ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი  ქართულ საზოგადოებაში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გისურვებთ წარმატებულ მუშაობას და ბათუმის ამინდითა და ღირსშესანიშნაობებით სიამოვნებას.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები