| რეგიონალური სტუდენტური ოლიმპიადა
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება - საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. 30 ივნისს, ბათუმში კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ბატონები: გიორგი კვერენჩხილაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი; ბადრი ნაკაშიძე - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი, მართვის სამართლებრივი საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გერასიმენკო ევგენი - კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი; ელშად ნასიროვი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ედგარ შათირიანი - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსტიტუციური სამართლის კათედრა, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი-დოცენტი; იუსუფ სევკი ჰაკიემეზი - ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი. | |