| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე ოცდამეშვიდე
15 ივნისს, ოთხშაბათს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ჩაქვის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი მადლობას უხდის შპს ,,საქართველოს რკინიგზის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სალიბაურის სკოლა-პანსეონის, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
თამარ მოსიძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
თეონა მახარაძე |
კახა ლამპარიძე |
| |