| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე ოცდამერვე
მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი მადლობას უხდის შპს ,,საქართველოს რკინიგზის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სალიბაურის სკოლა-პანსეონის, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
თორნიკე თხილაიშვილი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ნიკა მჯავანაძე |
ზურაბ ასამბაძე |
| |