| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ - დღე ოცდამეცამეტე-ოცდამეთოთხმეტე
მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი სულხან მელაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობის, მიზნებისა და ამოცანების თაობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. ორი დღის განმავლობაში, მოსწავლეებს ვანიდან და ბაღდადიდან კონსტიტუციონალიზმის ცენტრში სტუმრობასთან ერთად, აჭარის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. მოსწავლეები ესტუმრნენ ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმს, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმს, და ბოტანიკურ ბაღს. მოსწავლეებმა გაისეირნეს ბულვარში. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი მადლობას უხდის შპს ,,საქართველოს რკინიგზის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სალიბაურის სკოლა-პანსეონის, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. 25-26 ივნისს გამოვლინდა კონკურსში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გამარჯვებული სამ-სამი საუკეთესო მოსწავლე.
II ადგილი |
|
თამარ ბექელაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
მეგი გიორგაძე |
თეკო მიქაძე |
I ადგილი |
|
ქეთევან მამასახლისი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ლელა კოხრეიძე |
ნატო ნატვრიშვილი |
| |