ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-07-5
გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

17 ივნისს ქ.თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია.
                                                                 დაწვრილებით
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, რომელმაც ისაუბრა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, გაწეული საქმიანობის, განხორციელებული კონკრეტული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
,,ჩვენი მიზანია საზოგადოებაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, კონსტიტუციონალიზმის, როგორც საჯარო სამართლის დარგის კვლევა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა“ - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა და მანვე მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, კონკრეტული პროექტების განხორციელების ფინანსური მხარდაჭერისათვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების სამეცნიერო წრეებისა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ მონაწილე მოსწავლეები. შეხვედრაზე იმყოფებოდა ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარები“-ს პროექტის კონსულტანტი ვოლფგანგ ბაბეკი.
კონსტიტუცონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობებათა დირექტორმა ზურაბ მაჭარაძემ ვრცლად ისაუბრა პროექტების - ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარები“, საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის ხელშეწყობა“, ,,საქათველოს 1995 წლის ილუსტრირებული კონსტიტუცია“ და ,,საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა“- ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას და დამსწრე საზოგადოებას გააცნო განხორციელების გზები.
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ ისაუბრა, საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილების“ მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში ბათუმს ესტუმრება სამიათასამდე მოსწავლე საქართველოს უკლებლივ ყველა კუთხიდან. მანვე აღნიშნულ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის მიერ გამოცემული ილუსტრირებული კონსტიტუცია.
უახლოეს სამომავლო გეგმებზე საუბრისას სულხან მელაძემ აღნიშნა, რომ ოთხ ივლისს დაიწყება მორიგო პროექტის -საზაფხულო სკოლა - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორცილება, რომელშიც ორი თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები სოციალურად დაუცველი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისა და ეროვნულ უმცირესობათა ოჯახებიდან.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები