ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ჩატარების კონკრეტულ საკითხებზე.
დამტკიცდა ოლიმპიადის ჩატარების დებულება, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. საკონსტიტუციო სასამართლო გაიმართა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან, სადაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი პაპუაშვილს მიულოცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თხუთმეტი წლისთავი.