ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საზაფხულო სკოლა - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მალხაზ ნაკაშიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები. სამოქალაქო და სისხლის სამართლის პრინციპებზე მოსწავლეებს ესაუბრა კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების გამგე იურისტი ლალი ტაკიძე. ადმინისტრაციული სამართლის შესახებ ლექცია წაიკითხა იურისტმა პაატა ჯალაღონიამ. ისტორიკოს კახაბერ ქამადაძისგან მოისმინეს სალექციო კურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის მოსმენასთან ერთად მოსწავლეებმა შეავსეს თემატური ტესტები და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში. თემატური ტესტების შედეგებით გამოვლინდა, საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის 3 განსაკუთრებით წარმატებული მონაწილე: ნიკოლოზ ბერუაშვილი, მარიამ კარაპეტიანი და დავით ბაბუციძე, რომლებიც საზაფხულო სკოლის მომდევნო ნაკადების სხვა წარმატებულ მონაწილეებთან ერთად მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში ესტუმრებიან საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“. სასწავლო პროგრამის პარალელურად მოსწავლეებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები - ბოტანიკური ბაღი და გონიოს ციხე.