| საზაფხულო სკოლა - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევათა დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ მაჭარაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები. სამოქალაქო და სისხლის სამართლის პრინციპებზე მოსწავლეებს ესაუბრა კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი იურისტი ლალი ტაკიძე. ადმინისტრაციული სამართლის შესახებ ლექცია წაიკითხა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელმა გიორგი ხიმშიაშვილმა. ისტორიკოს კახაბერ ქამადაძისგან მოისმინეს სალექციო კურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის მოსმენასთან ერთად მოსწავლეებმა შეავსეს თემატური ტესტები და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში. თემატური ტესტების შედეგებით გამოვლინდა, საზაფხულო სკოლის მეხუთე ნაკადის 3 განსაკუთრებით წარმატებული მონაწილე: თუნქუ კუშტანაშვილი, მარიამ გოჩაშვილი და ამირან აფრიამაშვილი, რომლებიც საზაფხულო სკოლის მომდევნო ნაკადების სხვა წარმატებულ მონაწილეებთან ერთად მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში ესტუმრებიან საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“. სასწავლო პროგრამის პარალელურად დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი და ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმი. | |