ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
24 აგვისტოს, ოთხშაბათს, 13 სააათზე საქართველოს უსინათლოთა ასოციაციის კავშირში კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებთან. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილმა უსინათლოთა კავშირის წევრებს საჩუქრად გადასცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია. ,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს მიეცემა შესაძლებლობა თავად გაეცნოს სახელმწიფოს უზენაეს კანონს. საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობას მომავალშიც ვაპირებთ“ - განაცხადა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა. შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის აუდიოჩანაწერის სახით გამოცემის შესახებ.