ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
დისკუსია თემაზე - ,,საქართველოს კონსტიტუციური განვითარება და საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია“
შეხვედრის თემა - ,,საქართველოს კონსტიტუციური განვითარება და საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია“. აღნიშნულ თემაზე მოხსენებები გააკეთეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მალხაზ ნაკაშიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრ ზამბახიძემ...შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის მნიშვნელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მკაფიოდ ითქვა, რომ კონსტიტუციამ დააფუძვნა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე ორიენტირებული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლების წყაროა ხალხი.