| მოსწავლეებმა აღნიშნეს კონსტიტუციის მიღების დღე
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით 24 აგვისტოს, 12 საათზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის: გორში, ახალქალაქში, ბოლნისში, ბაზალეთში შეიკრიბნენ ის მოსწავლეები, რომლებიც 3 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდნენ ქ. ბათუმში და მონაწილეობდნენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საზაფხულო სკოლაში - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. მოსწავლეებმა მაისურებში და კეპებში კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ემბლემით, ხელში საქართველოს კონსტიტუციით, შეძახილებით - საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია! ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას! საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია! ჩვენ კონსტიტუციის ერთგულები ვართ! აღნიშნეს კონსტიტუციის მიღების დღე. ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და ეროვნულ უმცირესობათა ოჯახებიდან. | |