ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
5სექტემბერს, ორშაბათს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საზაფხულო სკოლას ესტუმრნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. საზაფხულო სკოლის ერთკვირიანი კურსის განმავლობაში გაიმართება სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება: დებატები და მსჯელობა ჯგუფური ან ინდივიდუალური დავალებები იმიტირებული სიტუაციები მონაცემების ანალიზი სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ წაუკითხა ლექცია თემაზე: „ამიერკავკასიის ფედერაცია 1918 წლის აპრილი-მაისი“