ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
პირველად ქართულ პრესაში!
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და გაზეთ ,,24 საათი”-ს ერთობლივი ინიციატივით, პირველი ოქტომბრიდან, ყოველ შაბათს, ,,24 საათი” -ს ფურცლებზე, დაიბეჭდება საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი შესაბამისი განმარტებით.
გაზეთის ფურცლებზე, აისახება კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ყოველკვირეული საქმიანობა.