| ავთანდილ დემეტრაშვილი – ,,პატრიოტში“
შვიდ ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის დაბა ანაკლიაში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკ „პატრიოტს“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიწვევით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ დემეტრაშვილი ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში“. 4 ოქტომბრიდან, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ბანაკში ცენტრის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტში – საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“, გამარჯვებული მოსწავლეებიც იმყოფებიან, მათ სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ასევე ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ საჯარო ლექცია. | |