| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ 14 - 15 ოქტომბერი
მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. გამოვლინდა კონკურსში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გამარჯვებული სამ-სამი საუკეთესო მოსწავლე. მოსწავლეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ენახათ სპეციალურად მათთვის მომზადებული 35 წუთიანი ფილმი ,,კანონთა კანონი“, სადაც მოთხრობილია მსოფლიოსა და საქართველოს კონსტიტუციის განვითარების ისტორია. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სიმბოლიკით. სამი დღის განმავლობაში მოსწავლეებს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრში სტუმრობასთან ერთად, აჭარის ღირშესანიშნაობათა დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. ვიზიტორები ესტუმრნენ ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმს, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმსა და დელფინარიუმს.
I ადგილი |
|
გიორგი ქებურია |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
დავით დოლიძე |
ელენე კიკნაძე |
I ადგილი |
|
მარიამ მაკარაშვილი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
თათია სიყმაშვილი |
სოლომონ გომარელი |
| |