ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-10-20
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართლში

19 ოქტომბერს, ქ. ბათუმში - სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი",  დაიწყო პირველი საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი. ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის  ინიციატივითა  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ოფიციალურ მიღებაზე ოლიმპიადის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, ქ. ბათუმის ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, გერმანელი კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში  დიტერ უმბახმა.
,,ეს არის პირველი საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციური სამართლის სფეროში და თავისი არსითა და მნიშვნელობით სცდება ერთ კონკრეტულ მიმართულებას. დარწმუნებული ვარ ამგვარი ოლიმპიადა ყოველწლიურად გაიმართება და გარდა კონსტიტუციონალიზმის სფეროში თანამშრომლობისა ის მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდების, სტუდენტების დაახლოვებასა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას”, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა და მანვე ვრცლად ისაუბრა ოლიმპიადის ჩატარების რეგლამენტზე.ოლიმპიადაში მონაწილეობენ: სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ფინალურ ეტაპს, წინ უსწრებდა ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოებში შიდა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკური ტურები.       
ყოველი სახელმწიფო წარმოდგენილია სამი სტუდენტითა და ერთი კოორდინატორით.
ფინალური ეტაპის ყოველი მონაწილე, ნაშრომის პრეზენტაციით, წარსდგება  კვალიფიციური ჟიურის წინაშე.
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის დებულების თანახმად, ჟიურის წევრები,  ყოველი სახელმწიფოდან წარმოდგენილი სამეულიდან, გამოავლენენ ერთი გამარჯვებულს.
,სიმბოლურია, რომ ოლიმპიადა ტარდება ბათუმში, სადაც დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ მიესალმება კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ბათუმში დაფუძნებას, მისი ინიციატივით ფანხორციელებულ პროექტებს, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კონსტიტუციონალიზმის პრინციპების საზოგადოებაში, როგორც ფასეულობათა სისტემის დამკვიდრება და გამოხატავს ცენტრთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილს”, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ.
ქ. ბათუმის ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს  საჩუქრად გადასცა წიგნი-ალბომი ,,ბათუმი”, რომელიც ქ. ბათუმის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტებისათვის დააწესა პრიზი, პორტატული კომპიუტერი და ამავე უნივერსიტეტის მიერ გამოცემული კრებული ,,ფედერალისტების ჩანაწერები”.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, დიტერ უმბახმა ხაზი გაუსვა ოლიმპიადის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ოლიმპიადა უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.    
20 ოქტომბერს, დაიწყო ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, სტუდენტები ნაშრომების პრეზენტაციით წარსდგნენ ჟიურის წინაშე, რომელიც ოლიმპიადის გამარჯვებულებს 21 ოქტომბერს გამოავლენს.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები