ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-10-25

დასრულდა საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა

 

დასრულდა  საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა, რომელიც კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის
ინიციატივითა  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში ცენტრს სტუმრობდნენ: სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ფინალურ ეტაპს, წინ უსწრებდა, ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოებში, შიდა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკური ტურები.
ყოველი სახელმწიფო წარმოდგენილი იყო  სამი სტუდენტითა და ერთი კოორდინატორით.    
20-21 ოქტომბერს, ფინალური ეტაპის ყოველი მონაწილე,
ნაშრომის პრეზენტაციით, წარსდგა  კვალიფიციური ჟიურის წინაშე.
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის დებულების თანახმად, ჟიურის წევრებმა,  ყოველი სახელმწიფოდან  წარმოდგენილი სამეულიდან  გამოავლინა ერთი გამარჯვებული.
საქართველოდან წარმოდგენილი ნაშრომებისა და პრეზენტაციების განხილვისას აზრთა სხვადასხვაობის გამო გამოვლინდა ორი გამარჯვებული.
ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის,
ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილისაგან.  ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით დაწესებული პრიზები.    
ქ. ბათუმის მერმა, ჯემალ ანანიძემ, ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს  საჩუქრად გადასცა წიგნი-ალბომი ,,ბათუმი”, რომელშიც ქ. ბათუმის ღირშესანიშნაობებია ასახული.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა გია აბულაძემ ერთ-ერთ გამარჯვებულს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული - ,,ვეფხისტყაოსანი” გადასცა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ბატონმა ლევან იზორიამ, უნივერსიტეტის სახელით,
ოლიმპიადაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადასცა პორტატული კომპიუტერი და ამავე უნივერსიტეტის მიერ გამოცემული კრებული ,,ფედერალისტების ჩანაწერები”.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები