ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 19-20 მარტს გამართეს საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
21 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით ქ. თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, პოლიტიკურ პარტიათა, სამეცნიერო წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
21 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე -კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითად უფლებები და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები.
1 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ივან იესტრჟაბი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონას პასლაუსკასი ეწვივნენ.