ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
30 აპრილს, შაბათს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში მიიღო მოსწავლეები ქ. თბილისის №165-ე და №122-ე საჯარო სკოლებიდან.
3 აპრილს, საგანმანათლებლო პროექტის - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“-ს ფარგლებში კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა უმასპინძლა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს
პროექტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ და მოსწავლეებმა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან გაჭრეს წითელი ლენტი.