ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
18 ივნისს გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარების“ საავტორო კოლექტივის შეხვედრა, ამავე პროექტის კონსულტანტ პროფესორ ვოლფგანგ ბაბეკთან.
პრეზენტაცია 17 ივნისს ქ.თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია.
25-26 ივნისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ვანისა და ბაღდადის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.