ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
27 ნოემბერს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების დავით ბატონიშვილის სახელობის სამართლის ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები“.
2012 წლის 27 ნოემბერს 11:00 სთ–ზე. სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ბაზაზე და ცენტრის პარტნიორობით, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (თბილისი) ატარებს კონფერენციას თემაზე - „საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები“.
საქართველოს უზენაესი კანონის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლები უმაღლეს სასწავლებელთა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად თბილისის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
15 იანვარს USAID-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ინიციატივით გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ დემეტრაშვილისა და კონსტიტუციონალისტის ირაკლი კობახიძის შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.